ავტორიზაცია

სიმეონე გრიზმანზე: "ჩემთვის ყოველთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო"

სიმეონე გრიზმანზე: "ჩემთვის ყოველთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო"
თარიღი 25 May 2023, 14:38
მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ანტუან გრიზმანის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა.

"ანტუანი ჩემთვის ყოველთვის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ვიმედოვნებ, რომ მას ჯერ კიდევ აქვს მოტივაცია, განაგრძოს ჩვენი გუნდისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანა.

როდესაც მისთვის ყველაფერი კარგად მიდის, მაშინ გუნდი შესანიშნავ თამაშს აჩვენებს. “, - განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 32 წლის ფრანგმა 36 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 14 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.