პსჟ-მ ბაიერნის მცველთან შეთანხმებას მიაღწია
საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" მცველი ლუკა ერნანდესი სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოს არის.
Lequipe-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს.
Lequipe-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს.
პარიზულმა გუნდმა ფეხბურთელთან მოლაპარაკება გამართა და ტრანსფერზე შეთანხმება მიაღწია. ახლა საფრანგეთის ჩემპიონს მიუნხენურ კლუბთან შეთანხმება მოუწევს.
ერნანდესის კონტრაქტი "ბაიერნთან" 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროა.
ერნანდესის კონტრაქტი "ბაიერნთან" 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროა.