ავტორიზაცია

ანდრეს ინიესტას ბარსელონაში დაბრუნება სურს

ანდრეს ინიესტას ბარსელონაში დაბრუნება სურს
თარიღი 25 მაი 2023, 15:03
ანდრეს ინიესტა იაპონურ კლუბ "ვისელ კობის" ტოვებს, რაც უკვე ოფიციალურად გახდა ცნობილი. 

39 წლის ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე კომენტარი გააკეთა. ინიესტამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა, რომ "ბარსელონაში" ნებისმიერ როლში დაბრუნება სურს.

"როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩემს ცხოვრებაში რაღაც მომენტში მინდა ბარსელონაში დაბრუნება. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ეს შორს არის. მინდა ფეხბურთის თამაში გავაგრძელო.

ვიმედოვნებ, რომ ხავი ბარსას კიდევ მრავალი წელი გაწვრთნის, ეს შესანიშნავი იქნება ფეხბურთისთვის. “, - განაცხადა ინიესტამ.

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტამ "ბარსელონა" 2018 წლის ზაფხულში დატოვა.