ავტორიზაცია

"ამის იმედი მაქვს, მაგრამ ჯერ ძალიან შორია", - რას აპირებს ანდრეს ინიესტა ვისელ კობედან წასვლის შემდეგ?

"ამის იმედი მაქვს, მაგრამ ჯერ ძალიან შორია", - რას აპირებს ანდრეს ინიესტა ვისელ კობედან წასვლის შემდეგ?
თარიღი 25 მაი 2023, 17:17
ანდრეს ინიესტამ, კარიერის დასრულების შემდეგ ბარსელონაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

დღეს ესპანელის კლუბმა, იაპონურმა ვისელ კობემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 39 წლის ფეხბურთელი, კლუბს გატარებული 5 წლის შემდეგ, ტოვებს.

„როგორც არაერთხელ მითქვამს, ცხოვრების რაღაც მომენტში ბარსაში მინდა დაბრუნება, მაგრამ აქამდე ჯერ შორია. ახლა თამაში მინდა. ვგრძნობ, რომ ამის კეთება ჯერ კიდევ შემიძლია.

როცა კარიერული ეტაპი დაიხურება, მერე ვნახოთ. მინდა, ბუცები ლურსმანზე მოედანზე ჩამოვკიდო, თამაშისას. ეს არის ის, რასაც ნამდვილად ვიმედოვნებ.", - აღნიშნა „ბარსას" ლეგენდამ.