გვარდიოლა: "როგორ აღვნიშნე ჩემპიონობა? 22:30-ზე მეუღლესთან ერთად საწოლში ვიწექი და ბავშვივით მეძინა"
პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ პრემიერ ლიგის მოგება არც ისე ომახიანად აღნიშნა.
„სიტის" ზედიზედ მე-3 ჩემპიონობა მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც „არსენალი" 37-ე ტურის მატჩში „ნოტინგემთან" დამარცხდა.
„22:30-ზე მეუღლესთან ერთად, უკვე საწოლში ვიწექი. BBC Match of the Day-ს ვუყურე და პატარა ბავშვივით დავიძინე. მაგრამ ფეხბურთელებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ. როცა პრემიერ ლიგას იგებ, უნდა აღნიშნო.
ისინი ოჯახებთან ერთად ზეიმობდნენ და უამრავი სიამოვნება მიიღეს. მეორე დილით საუნაში წასვლის დრო იყო, შემდეგ კი ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ „ბრაიტონთან" მატჩში სრულ მზადყოფნაში უნდა ვყოფილიყავით და მათ ეს მოახერხეს!", - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.