ავტორიზაცია

"დებილი ხარ, თუ ფულს გიხდიან?", - ანხელ დი მარიას მეუღლემ ფეხბურთელის კრიტიკოსს უხეშად უპასუხა

"დებილი ხარ, თუ ფულს გიხდიან?", - ანხელ დი მარიას მეუღლემ ფეხბურთელის კრიტიკოსს უხეშად უპასუხა
თარიღი 25 მაი 2023, 17:31
ანხელ დი მარიას მეუღლემ სოციალურ ქსელში დებილი უწოდა გულშემატკივარს, რომელმაც ფეხბურთელი გააკრიტიკა.

ორშაბათს, იუვენტუსი ემპოლისთან სერია ა-ს 36-ე ტურში 1:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ, ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ანხელ დი მარია გააკრიტიკა.

კრიტიკა ვერ მოითმინა დი მარიას მეუღლემ, რომელმაც მიანიშნა, რომ ეს პირველ რიგში გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის ბრალია:

„ის არ არის მწვრთნელი და გუნდს მატჩებისთვის არ ამზადებს. არც მისი ინიციატივაა მთელი მატჩების დაცვაში გატარება.

ხმა ჩაიგდე. დებილი ხარ თუ ამაში ფულს გიხდიან?", - დაწერა ხორხელინა კარდოსომ.