ავტორიზაცია

იუვენტუსი დი მარიას კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს - ტურინელებმა სტრატეგია შეცვალეს

იუვენტუსი დი მარიას კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს - ტურინელებმა სტრატეგია შეცვალეს
თარიღი 25 მაი 2023, 21:47
სეზონის დასრულების შემდეგ, ანხელ დი მარია იუვენტუსს დატოვებს.

არგენტინელ შემტევს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. მხარეები გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს მართავდნენ.

თუმცა, როგორც Goal.com იტყობინება, „იუვეს“ სტრატეგია შეიცვალა და კლუბმა ანხელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

დი მარია „იუვენტუსში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა, მიმდინარე სეზონში მან 24 მატჩში 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, დეკემბერში კი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.