ავტორიზაცია

"2021 წელს მესის შემცვლელად დავასახელე", - ლა ლიგის პრეზიდენტი რეალის შემტევზე

"2021 წელს მესის შემცვლელად დავასახელე", - ლა ლიგის პრეზიდენტი რეალის შემტევზე
თარიღი 25 მაი 2023, 21:55
ლა ლიგის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვინისიუს ჯუნიორს მომავალში ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.

ამის შესახებ ხავიერ ტებასმა ბრაზილიელის გარშემო აგორებულ რასისტულ სკანდალს მიძღვნიილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვინისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. 2021 წელს, მისთვის წარუმატებელი სეზონის შემდეგ, სპონსორის პრეზენტაციაზე ვიყავი და მკითხეს, ვის შეუძლია მესის შეცვლა. მე ვინისიუსი დავასახელე.

ის სხვა ტიპის ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ოქროს ბურთსაც მოიგებს. ასე იმიტომ ვამბობ, რომ მას რეალისთვის და ესპანური ფეხბურთისთვის მნიშვნელოვან აქტივად მივიჩნევ.“, - აღნიშნა ტებასმა.