ავტორიზაცია

მადრიდის რეალს კეინის დამატება შესთავაზეს, კლუბი ამ ვარიანტს განიხილავს - ესპანური რადიოსადგური

მადრიდის რეალს კეინის დამატება შესთავაზეს, კლუბი ამ ვარიანტს განიხილავს - ესპანური რადიოსადგური
თარიღი 25 მაი 2023, 21:59
მადრიდის რეალში შესაძლოა ახალ სეზონში ტოპ-ფორვარდი ვიხილოთ.

როგორც ესპანური რადიოსადგური Cadena SER იტყობინება, ინგლისელს ტოტენჰემის დატოვება ამ ზაფხულსვე სურს. ლონდონურ კლუბთან მას კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

ბევრი იწერება, რომ კეინს პრემიერ ლიგაში სურს დარჩენა, თუმცა ტოტენჰემის ხელმძღვანელობას კონკურენტის გაძლიერება არ სურს.

სწორედ ამ მიზეზით, კეინის დამატების თაობაზე რეალს დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, არიან თუ არა ისინი ტრანსფერით დაინტერესებულები.

ამ დროისთვის, რეალს არც „კი“ უთქვამს და არც „არა“ - კლუბში კეინის ტრანსფერზე ფიქრობენ.