ავტორიზაცია

ზინედინ ზიდანმა 150-მილიონიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა

ზინედინ ზიდანმა 150-მილიონიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა
თარიღი 26 მაი 2023, 00:45
ზინედინ ზიდანმა საუდის არაბეთში მუშაობაზე უარი განაცხადა.

FootMercato-ს ინფორმაციით, „ალ ნასრი“ „რეალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს ორწლიან კონტრაქტში 150 მილიონ ევროს სთავაზობდა. თუმცა, ფრანგმა მასზე კატეგორიული უარი განაცხადა. ის ელოდება, როდის დაუკავშირდებიან მას ტოპ-5 ლიგის რომელიმე გუნდი.

ზიდანი 2021 წელს მადრიდის „რეალიდან“ თვითნებურად, მეორედ წავიდა და მას შემდეგ უმუშევარია. იწერებოდა, რომ ის საფრანგეთის ნაკრების შემოთავაზებას ელოდა, თუმცა ეს ვარიანტიც არ გამოვიდა, რადგან დიდიე დეშამმა კონტრაქტი 2026-მდე გაახანგრძლივა.

კრიშტიანუ რონალდუს „ალ ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატში 28 მატჩის შემდეგ 63 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, გუნდის დროებითი მწვრთნელის როლს ამჟამად დინკო ელიჩიჩი იკავებს.