ავტორიზაცია

სერხიო რამოსმა პსჟ-ს შეთავაზებაზე უარი თქვა

სერხიო რამოსმა პსჟ-ს შეთავაზებაზე უარი თქვა
თარიღი 26 მაი 2023, 11:09
"პსჟ"-ს ხელმძღვანელობასა და ესპანელ მცველ სერხიო რამოსს შორის ახალი შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამის შესახებ გაზეთი Marca იტყობინება.

წყაროს ცნობით, პარიზულმა გუნდმა ფეხბურთელს შეთავაზება გაუკეთა. კლუბი მზადაა თანამშრომლობა ერთი წლით გაახანგრძლივოს ხელფასების განახევრებით. რამოსი შეთავაზებით არ დაკმაყოფილდა და უარი თქვა.

რამოსი "პსჟ"-ში მადრიდის "რეალიდან" 2021 წელს გადავიდა. მას ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.

ესპანელმა მიმდინარე სეზონში პარიზში 43 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.