ავტორიზაცია

ლა ლიგას მომავალი სეზონიდან გოლების ამომცნობი ტექნოლოგია აღარ ექნება

ლა ლიგას მომავალი სეზონიდან გოლების ამომცნობი ტექნოლოგია აღარ ექნება
თარიღი 26 მაი 2023, 12:24
ესპანურ ლა ლიგას მომავალი სეზონიდან გოლების ამოცნობის ტექნოლოგია აღარ ექნება. 

El Larguero-ს ინფორმაციით, ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ 3 მილიონი ევროს გადახდაზე უარი განაცხადა ტურნირზე ტექნოლოგიის შესანარჩუნებლად.

ტექნოლოგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ როგორც კი ბურთი მთლიანად გადაკვეთს კარის ხაზს, მთავარი მსაჯის ხელზე არსებული საათი გოლის გასვლას უდასტურებს.