ავტორიზაცია

ლეაუს ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 170 მილიონ ევრომდე გაიზრდება

ლეაუს ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 170 მილიონ ევრომდე გაიზრდება
თარიღი 26 May 2023, 14:20
"მილანის" თავდამსხმელის რაფაელ ლეაუს კლუბთან ახალი კონტრაქტის გამოსასყიდი პუნქტი ცნობილი გახდა. 

Football Italia-ს ინფორმაციით, პორტუგალიელმა "როსონერის" მენეჯმენტს სთხოვა გათავისუფლების თანხის დატოვება, მაგრამ საბოლოო ჯამში დათანხმდა ფასის 170 მილიონ ევრომდე გაზრდას.

აღნიშნულია, რომ კომპენსაციის ოდენობა ივლისიდან გააქტიურდება.

ლეაუმ მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში 13 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.