ავტორიზაცია

მანჩესტერ სიტიმ 37 წლის მეკარესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მანჩესტერ სიტიმ 37 წლის მეკარესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 26 მაი 2023, 14:59
მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე სკოტ კარსონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

37 წლის ფეხბურთელმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

კარსონი მანჩესტერ "სიტის" მხოლოდ მესამე მეკარეა. 

მანჩესტერ "სიტი" მომდევნო მატჩს 28 მაისს პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ბრენტფორდთან" გამართავს.