ავტორიზაცია

მოლაპარაკებები ჩაიშალა - მარკო ასენსიო მადრიდის რეალს ტოვებს

მოლაპარაკებები ჩაიშალა - მარკო ასენსიო მადრიდის რეალს ტოვებს
თარიღი 26 მაი 2023, 21:33
მადრიდის რეალში გატარებული 7 სეზონის შემდეგ, მარკო ასენსიო „სამეფო კლუბს“ ტოვებს.

Relevo-ს ინფორმაციით, რომელიც მოგვიანებით The Athletic-ის ჟურნალისტმა, მარიო კორტეგანამაც დაადასტურა, ესპანელ ფეხბურთელსა და რეალს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

შესაბამისად, 27 წლის ფეხბურთელი ახალ სეზონს სულ სხვა გუნდში და სავარაუდოდ, სხვა ჩემპიონატში დაიწყებს.

ასენსიოს რეალთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. მხარეები გახანგრძლივებაზე დიდი ხანი აწარმოებდნენ მოლაპარაკეებს, თუმცა ფეხბურთელი კლუბის მიერ გაკეთებული შეთავაზებებით კმაყოფილი ვერ დარჩა და ყველა შემოთავაზება დაბლოკა.

ჯერჯერობით უცნობია, სად გადავა მარკო საბოლოოდ, მაგრამ იანვარში იწერებოდა, რომ მისი შეძენა პარი სენ-ჟერმენს სურს.