ავტორიზაცია

როგორი სტატისტიკით ტოვებს რეალს მარკო ასენსიო?

როგორი სტატისტიკით ტოვებს რეალს მარკო ასენსიო?
თარიღი 26 მაი 2023, 21:40
დღეს ცნობილი გახდა, რომ 7-წლიანი ეტაპის შემდეგ, მარკო ასენსიოს მადრიდის რეალს სეზონის ბოლოს დატოვებს.

27 წლის ესპანელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ საკუთრება 2015 წლის ზაფხულში გახდა, როცა დედაქალაქელებმა ის „მალიორკადან“ 3.9 მილიონ ევროდ დაიმატეს და იჯარით „ესპანიოლში“ გაუშვეს.

2016/17-სეზონი იყო პირველი, რომელიც ასენსიომ „რეალის“ ფეხბურთელის რანგში დაიწყო და მას შემდეგ, ქომაგებს თავი პირველ რიგში თავისი ულამაზესი შორეული დარტყმებით შეაყვარა.

ამ პერიოდში, ასენსიომ ჯვარედინი მყესების ტრავმა გადაიტანა, თუმცა უამრავ წარმატებას მიაღწია - მან რეალთან ერთად 3-3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა, ასევე სამჯერ მოახერხა ევროპის სუპერთასის მოგებაც, ოთხჯერ წარმატებას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიაღწია და ერთხელ, სულ რამდენიმე კვირის წინ, კოპა დელ რეიც მოიგო.

მთლიანობაში, ასენსიომ რეალის მაისურით 285 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 61 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა მიითვალა.