ავტორიზაცია

გვარდიოლა: "უნდა მოვეშვათ და ვისიამოვნოთ, ვერავინ იქნება დარწმუნებული, რომ ასეთ მდგომარეობაში ოდესმე კიდევ ვიქნებით"

გვარდიოლა: "უნდა მოვეშვათ და ვისიამოვნოთ, ვერავინ იქნება დარწმუნებული, რომ ასეთ მდგომარეობაში ოდესმე კიდევ ვიქნებით"
თარიღი 26 მაი 2023, 22:15
პეპ გვარდიოლამ ტრებლის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

„მან სიტიმ“ პრემიერ ლიგა უკვე მოიგო, ინგლისის თასის ფინალში „იუნაიტედს“ 3 ივნისს დაუპირისპირდება, 10-ში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, სადაც „ინტერს“ შეხვდება.

„ფეხბურთელებმა იციან, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება - პრემიერ ლიგა დასრულებამდე სამი ტურით ადრე მოიგო და ორი ფინალი გქონდეს წინ სათამაშო.

უნდა მოვეშვათ, ვისიამოვნოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია. ვერავინ ვერ იქნება დარწმუნებული, რომ ოდესმე კიდევ ვიქნებით მსგავს მდგომარეობაში.“, - აღნიშნა პეპმა.