ავტორიზაცია

Marca: ბელინგემის ტრანსფერი მომავალ კვირას გამოცხადდება

Marca: ბელინგემის ტრანსფერი მომავალ კვირას გამოცხადდება
თარიღი 27 მაი 2023, 10:13
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი მადრიდის "რეალში" გადასვლასთან ახლოსაა, იტყობინება Marca.

წყაროს ცნობით, მხარეები 19 წლის ინგლისელის კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ. სატრანსფერო თანხა იქნება 100 მილიონი ევრო პლუს ბონუსები. ტრანსფერი კი მომავალ კვირას გამოცხადდება.

ბელინგემმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.