ავტორიზაცია

"თქვენთან ყოფნა მინდა, მაგრამ არ შემიძლია", - ბაიერნმა ოლივერ კანს გუნდთან ერთად ჩემპიონობის აღნიშვნა აუკრძალა

"თქვენთან ყოფნა მინდა, მაგრამ არ შემიძლია", - ბაიერნმა ოლივერ კანს გუნდთან ერთად ჩემპიონობის აღნიშვნა აუკრძალა
თარიღი 27 May 2023, 22:43
ოლივერ კანმა აღნიშნა, რომ „ბაიერნთან“ ბუნდესლიგის მორიგი ჩემპიონობის აღნიშვნის უფლება არ აქვს.

გერმანელი კლუბის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან დღეს, ბუნდესლიგის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ გაუშვეს.

„დაუვიწყარია! ვულოცავ ბიჭებს, ხომ ვამბობდი! ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო, დანებება არ შეიძლება. ვამაყობ თქვენით და იმით, რასაც თქვენ მიაღწიეთ.

ვისურვებდი თქვენთან ერთად ყოფნას მაგრამ სამწუხაროდ, არ შემიძლია დღეს ამის გაკეთება, რადგან კლუბმა ამიკრძალა.

ახალ სეზონს მოუთმენლად ველოდები, რომელშიც არამხოლოდ ზედიზედ მე-12 ჩემპიონობას ვიზეიმებთ.“, - აღნიშნა კანმა.