ვინ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი?

ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ორმა ფეხბურთელმა გაიყო.
გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეები „ლაიპციგის“ შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ და „ვერდერის“ ფორვარდი ნიკლას ფულკრუგი გახდნენ 16 გოლით. ცნობისთვის, გერმანელს ამ ნიშნულზე ასასვლელად 3 მატჩით მეტის ჩატარება დასჭირდა.
ბუნდესლიგის საუკეთესო ასისტენტი „დორტმუნდის“ განაპირა მცველი რაფა გერეირო გახდა, რომელმაც 27 მატჩში 12 საგოლე პასი მიითვალა.
მეორე ადგილზე რანდალ კოლო-მუანი გავიდა „აინტრახტიდან“ 11 ასისტით.