ავტორიზაცია

"ადვილი არ ყოფილა", - ბაიერნმა კანის და სალიჰამიჯიჩის წასვლა დაადასტურა და მიზეზიც დაასახელა

"ადვილი არ ყოფილა", - ბაიერნმა კანის და სალიჰამიჯიჩის წასვლა დაადასტურა და მიზეზიც დაასახელა
თარიღი 27 May 2023, 22:47
„ბაიერნმა“ დაადასტურა, რომ ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი კლუბს ტოვებენ.

გერმანელმა ექს-მმეკარემ გუნდის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა - ამ პოზიციაზე კლუბის მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე, იან-კრისტიან დრიზეინი დაინიშნა.

ბოსნიელი სალიჰამიჯიჩი კი კლუბის სპორტული დირექტორი იყო, რომლის შემცვლელიც ჯერ ნაპოვნი არ არის.

„ოლივერ კანთან განშორების გადაწყვეტილება, დამკვირვებელი საბჭოსთვის იყო ყველანაირი, გარდა ადვილისა. მაგრამ, სიტუაციის ზოგადი განვითარების გამო, ჩვენ ახალი მმართველის დანიშვნა გადავწყვიტეთ.

გვინდა, ოლივერ კანს ერთგულებისთვის, იდეებისთვის და ყველაფრისთვის, რასაც ერთად მივაღწიეთ, მადლობა გადავუხადოთ. ის „ბაიერნის“ მნიშვნელოვან ნაწილად სამუდამოდ დარჩება.“, - აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა.