ავტორიზაცია

ნაპოლიში სპალეტის შეცვლის მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - პრეზიდენტს ეს ვარიანტი ძალიან მოსწონს

ნაპოლიში სპალეტის შეცვლის მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - პრეზიდენტს ეს ვარიანტი ძალიან მოსწონს
თარიღი 27 მაი 2023, 23:33
ლუჩანო სპალეტის წასვლის შემთხვევაში, „ნაპოლი“ შესაძლოა ლუის ენრიკემ ჩაიბაროს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი პირველ ადგილს იკავებს იმ მწვრთნელების სიაში, ვის დანიშვნასაც იტალიური კლუბი ისურვებდა.

ნეაპოლელთა პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს მოსწონს ის თამაში, რომელსაც ენრიკე თავის გუნდებს უნერგავს. გარდა ამისა, მას იტალიაში მუშაობის გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს - 2011-2012 წლებში ის „რომაში“ მუშაობდა. თუმცა, დიდი წარმატებების გარეშე.

ენრიკეს გარდა, დე ლაურენტისი ტიაგო მოტას („ბოლონია“) და ვინჩენცო იტალიანოს („ფიორენტინა“) ვარიანტებსაც განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის" სეზონის დასრულების შემდეგ, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვებს. მან გუნდს 33 წლის შემდეგ პირველი და ისტორიაში მე-3 სკუდეტო რამდენიმე კვირის წინ მოუტანა.