ავტორიზაცია

მესი ევროპის ტოპ 5 ლიგის ახალი ბომბარდირია

მესი ევროპის ტოპ 5 ლიგის ახალი ბომბარდირია
თარიღი 28 მაი 2023, 09:06
საფრანგეთის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში, რომელშიც "პსჟ"-მ "სტრასბურგთან" ფრედ (1:1) ითამაშა, ლიონელ მესიმ შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

როგორც გაირკვა, ეს არგენტინელი თავდამსხმელის 496-ე გოლი იყო ტოპ 5 ლიგაში, რაც ახალი რეკორდი გახლავთ.

წინა რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთში თამაშობს. პორტუგალიელის ანგარიშზე 495 გოლია.