ავტორიზაცია

მესიმ კარიერაში 43-ე ტიტული მოიგო და დანი ალვეშს გაუთანაბრდა

მესიმ კარიერაში 43-ე ტიტული მოიგო და დანი ალვეშს გაუთანაბრდა
თარიღი 28 მაი 2023, 09:15
ლიონელ მესიმ გუშინ საღამოს "პსჟ"-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატის ტიტული მოიგო. 

ეს უკვე 43-ე ტიტულია არგენტინელის კარიერაში - ის ამ შედეგით "ბარსელონაში" ყოფილ თანაგუნდელს, დანი ალვეშს დაეწია.

"პსჟ"-სთან ერთად მესის ამჟამად სამი ტიტული აქვს - ეს არის საფრანგეთის ჩემპიონის ორი ტიტული და ქვეყნის სუპერთასი.