ავტორიზაცია

ბარსელონა არსენალს ფატის შეძენას სთავაზობს

ბარსელონა არსენალს ფატის შეძენას სთავაზობს
თარიღი 28 მაი 2023, 10:33
AS-ის ცნობით, "ბარსელონამ" "არსენალს" თავდამსხმელი ანსუ ფატის შეძენა შესთავაზა.

20 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბში 2020 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გუნდთან 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში ფატიმ 49 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.