ვინ შეცვლის სალიჰამიჯიჩს? - მთავარი კანდიდატის ვინაობა ცნობილია
"ბაიერნის" სპორტული დირექტორის კანდიდატის ვინაობა ჰასან სალიჰამიჯიჩის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ცნობილი გახდა.
Bild-ის ცნობით, მიუნხენურ კლუბში თანამდებობა "ლაიფციგის" სპორტულ დირექტორს მაქს ებერლს შესთავაზეს.
Bild-ის ცნობით, მიუნხენურ კლუბში თანამდებობა "ლაიფციგის" სპორტულ დირექტორს მაქს ებერლს შესთავაზეს.
"ბაიერნის" ხელმძღვანელობა 49 წლის გერმანელს ბუნდესლიგის 34-ე ტურის "კიოლნთან" მატჩის წინ (2:1) შეხვდა.
ებერლი "ლაიფციგში" მიმდინარე წლის იანვრიდან მუშაობს. მისი კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი.
ებერლს "ბაიერნში" გადასვლა 2017 წელს შეეძლო, მაგრამ შემდეგ არჩევანი სალიჰამიჯიჩის სასარგებლოდ გაკეთდა. ლაიფციგში გადასვლამდე სპეციალისტი 14 წელი მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" მუშაობდა.
ებერლს "ბაიერნში" გადასვლა 2017 წელს შეეძლო, მაგრამ შემდეგ არჩევანი სალიჰამიჯიჩის სასარგებლოდ გაკეთდა. ლაიფციგში გადასვლამდე სპეციალისტი 14 წელი მიუნხენგლადბახის "ბორუსიაში" მუშაობდა.