ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?

როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ დღევანდელ მატჩში?
თარიღი 28 მაი 2023, 19:00
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ბოლონიას" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი ვიქტორ ოსიმენის დუბლის წყალობით ორ ბურთიანი უპირატესობით ლიდერობდა, თუმცა "ბოლონიამ" ლუის ფერგიუსონის და ლორენცო დე სილვესტრის გოლების წყალობით აქტივში ქულა ჩაიწერა.

ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 66-ე წუთზე რასპადორიმ შეცვალა.

Sofscore-მა კვარაცხელიას თამაში 6.8 ბალით შეაფასა.