ავტორიზაცია

ბენზემამ შესაძლოა რეალი დატოვოს - ფრანგს საუდის არაბეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს

ბენზემამ შესაძლოა რეალი დატოვოს - ფრანგს საუდის არაბეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს
თარიღი 29 მაი 2023, 12:06
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ შესაძლოა მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში გუნდი შეიცვალოს, იტყობინება Relevo.

წყაროს ცნობით, 35 წლის ბომბარდირს შემოთავაზება საუდის არაბეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი კლუბიდან აქვს.

ერთ-ერთი კლუბი რომლის ვინაობაც არ სახელდება, მზადაა კარიმს ორწლიანი კონტრაქტი წლიური ანაზღაურებით 100 მილიონი ევრო შესთავაზოს. ბენზემა ამ წინადადებას განიხილავს.

ფრანგის კონტრაქტი "სამეფო კლუბთან" ივნისის ბოლომდეა გათვლილი. მადრიდში ბენზემასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას 2023/2024 წლების სეზონის ბოლომდე ელიან.