ნეიმარი პსჟ-ს ჩემპიონატის მატჩზე დასწრების ნაცვლად პოკერის ტურნირზე წავიდა
"პსჟ"-ს თავდამსხმელი ნეიმარი პოკერის ტურნირს დაესწრო, რომელიც გასულ შაბათ-კვირას მონტე კარლოში გაიმართა. ვარსკვლავურმა ბრაზილიელმა ეს მოვლენა ამჯობინა თავისი გუნდის ჩემპიონატის მატჩზე დასწრებას.
Talksport-ის ცნობით, "სტრასბურგთან" შეხვედრისას (1:1) ნეიმარი პოკერის ტურნირზე იმყოფებოდა, მეორე დღეს კი ფორმულა 1-ის გრან პრის დაესწრო.
2022/2023 წლების სეზონში ნეიმარმა პარიზულ გუნდში ყველა ტურნირზე 29 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.