ავტორიზაცია

მიულერმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა

მიულერმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა
თარიღი 29 May 2023, 12:36
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი თომას მიულერი ბუნდესლიგის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე გახდა.

თავდამსხმელის გერმანიის ჩემპიონის ტიტული 12-ჯერ მოიგო. ეს რეკორდული მიღწევაა გერმანული ფეხბურთისთვის.

მიულერი "ბაიერნის" მაისურს 2009 წლიდან ირგებს. მხარეებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

33 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში გერმანიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.