ლუის ენრიკეს ნაპოლიში სეზონში მინიმუმ 8 მილიონი ევროს გამომუშავება სურს
ცნობილმა ესპანელმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელიც ამჟამად ახალ სამუშაოს ეძებს, შესაძლოა "ნაპოლის" უხელმძღვანელებს.
Il Matino-ს ცნობით, 53 წლის სპეციალისტი იტალიურ კლუბში მისვლის შემთხვევაში, სეზონში მინიმუმ 8 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა ესპანელი მწვრთნელის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
შეგახსენებთ, რომ ენრიკეს ბოლო სამუშაო ესპანეთის ნაკრები იყო, რომელიც მან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა.