ავტორიზაცია

კიმ მინ ჯეს ტრანსფერისთვის მანჩესტერ იუნაიტედს ნიუკასლი დაუპირისპირდება

კიმ მინ ჯეს ტრანსფერისთვის მანჩესტერ იუნაიტედს ნიუკასლი დაუპირისპირდება
თარიღი 29 მაი 2023, 12:48
"ნიუკასლი" "მანჩესტერ იუნაიტედს" "ნაპოლის" ცენტრალური მცველის, კიმ მინ-ჯეს ტრანსფერითვის დაუპირისპირდება. 

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს თქმით, ორივე კლუბი დაინტერესებულია კორეელის ტრანსფერით.

აღსანიშნავია, რომ ივლისში კიმ მინ ჯეს "ნაპოლისთან" კონტრაქტში გააქტიურდება პუნქტი, დაინტერესებულ კლუბს მოთამაშის გააფორმება 40 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

კიმ მინ ჯემ, "ნაპოლიში" სადებიუტო სეზონში, წარმატებით შეცვალა კალიდუ კულიბალი და დაეხმარა გუნდს 33 წლის განმავლობაში პირველი სერია A-ს ტიტულის მოპოვებაში.