ავტორიზაცია

ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა - ის ბაიერნს არ წარმოადგენს

ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა - ის ბაიერნს არ წარმოადგენს
თარიღი 29 May 2023, 12:54
გერმანიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დორტმუნდის "ბორუსიას" მოთამაშე 19 წლის ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი დასახელდა. ამის შესახებ ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

დასრულებულ სეზონში ინგლისელმა ნახევარმცველმა ადგილობრივი ჩემპიონატის 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

დორტმუნდის "ბორუსიამ" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა, ტიტული კი "მაინცთან" საშინაო ფრის (2:2) შედეგად დაკარგა.

უცხოურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ბელინგემი მომავალ სეზონში მადრიდის "რეალის" რიგებს შეუერთდება.