ავტორიზაცია

მილანს ბრაჰიმ დიასის შენარჩუნება სურს - იტალიურმა კლუბმა პირველი შეთავაზება გაამზადა

მილანს ბრაჰიმ დიასის შენარჩუნება სურს - იტალიურმა კლუბმა პირველი შეთავაზება გაამზადა
თარიღი 29 მაი 2023, 15:37
"მილანი" მადრიდის "რეალთან"  ბრაჰიმ დიასის შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

Il Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "როსონერი" მზადაა ესპანელი ნახევარმცველის სრულად შესყიდვისთვის 20 მილიონი ევრო დახარჯოს.

ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა მადრიდის "რეალი" ამ შეთავაზებას.

შესაძლოა "სამეფო კლუბმა" დიასის შენარჩუნება გადაწყვიტოს. საქმე იმაშია, რომ ანჩელოტის გუნდს სეზონის ბოლოს მარკო ასენსიო ტოვებს და მის შემცვლელად 23 წლის ნახევარმცველი განიხილება.

მიმდინარე სეზონში დიასმა იტალიის ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.