ავტორიზაცია

ხავი ბარსელონასთან კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა

ხავი ბარსელონასთან კონტრაქტის განახლებასთან ახლოსაა
თარიღი 29 მაი 2023, 15:50
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ხავი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე შეთანხმებას უახლოეს მომავალში ელოდება.

ესპანური Sport-ის ცნობით, მხარეები უახლოეს მომავალში კონტრაქტის გახანგძლივებაზე ისაუბრებენ. მოსალოდნელია, რომ ახალი შრომითი ხელშეკრულება 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდე იქნება გათვლილი.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონა" ხავის ხელმძღვანელობით ესპანეთის ჩემპიონი 2019 წლის შემდეგ პირველად გახდა.

ესპანეთის ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" ერთი მატჩი დარჩა - კატალონიური გუნდი 4 ივნისს სტუმრად "სელტას" დაუპირისპირდება.