ავტორიზაცია

ლივერპული ბარელას შეძენით ინტერესდება - ტრანსფერის დასახურად ინგლისურ გუნდს სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს

ლივერპული ბარელას შეძენით ინტერესდება - ტრანსფერის დასახურად ინგლისურ გუნდს სერიოზული თანხის გადახდა მოუწევს
თარიღი 30 მაი 2023, 12:41
იტალიელი ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა, რომელიც მილანის "ინტერს" ეკუთვნის, შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგის ტოპ კლუბში გააგრძელოს.

როგორც Calciomercatoweb იტყობინება, ნახევარმცველის ტრანსფერით "ლივერპული" ინტერესდება. პოტენციური გარიგების ღირებულება 100 მილიონ ევროა.

ბარელამ მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნიკოლო მილანური გუნდის მაისურს 2020 წლის სექტემბრიდან ირგებს. მხარეებს შორის მოქმედი შრომითი ხელშეკრულების ვადა 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.