იუვენტუსმა პოგბას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
Calciomercato-ს ჟურნალისტების ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი პოლ პოგბა მომავალ სეზონში კლუბში დარჩება.
როგორც წყაროსთვის გახდა ცნობილი, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა ნახევარმცველის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაშვებას არ გეგმავს. კლუბმა გადაწყვიტა პოგბას კიდევ ერთი შანსი მიეცეს.
ტრავმის გამო პოლმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მხოლოდ ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა.
პოგბა "იუვენტუსში" 2022 წლის ზაფხულში დაბრუნდა. მხარეებს შორის არსებული კონტრაქტის ვადა 2025/2026 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.