ავტორიზაცია

2022/23 წლების სეზონის ტოპ 10 ტრანსფერი: ჰოლანდი და კვარა რეიტინგის სათავეში არიან

2022/23 წლების სეზონის ტოპ 10 ტრანსფერი: ჰოლანდი და კვარა რეიტინგის სათავეში არიან
თარიღი 30 მაი 2023, 13:06
Goal-ის ექსპერტებმა 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო ტრანსფერების სია წარმოადგინეს.

რეიტინგში პირველი ადგილი ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა დაიკავა, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიადან" მანჩესტერ "სიტიში" გადავიდა.

მეორე პოზიციაზე "ნაპოლის" ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა. მესამე ადგილი "ბარსელონას" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ საიკავა.

ათეულში ასევე შემდეგი მოთამაშეები მოხვდნენ: კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი), კიმ მინ ჯე (ნაპოლი), გაბრიელ ჟესუსი (არსენალი), ნიკლას ზულე (ბორუსია), ენცო ფერნანდესი (ჩელსი), მანუელ აკანჯი (მანჩესტერ სიტი) და ფოლარინ ბალოგუნი (რეიმსი).