ავტორიზაცია

ვილიარეალი ხორვატი მეკარის ტრანსფერს უახლოვდება

ვილიარეალი ხორვატი მეკარის ტრანსფერს უახლოვდება
თარიღი 30 მაი 2023, 12:51
ხორვატიის ნაკრებისა და ზაგრების "დინამოს" მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლასთან ახლოსაა. 

Relevo-ს ჟურნალისტების ინფორმაციით, "ვილიარეალს" მეკარის ტრანსფერის გაფორმება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში სურს.

ყვითელმა წყალქვეშა ნავმა ფეხბურთელთან პირადი შრომითი ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა. 

ახლა ესპანელებს ტრანსფერი ზაგრების "დინამოსთან" შეთანხმება სჭირდებათ. ხორვატულ კლუბს ლივაკოვიჩის გაყიდვიდან 10 მილიონი ევროს მიღება სურს.

2022/2023 წლების სეზონში ლივაკოვიჩმა 49 მატჩში 49 გოლი გაუშვა. 13 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.