ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ბელინგემს ორ კვირაში წარადგენს

მადრიდის რეალი ბელინგემს ორ კვირაში წარადგენს
თარიღი 30 მაი 2023, 13:16
მადრიდის "რეალის" მხრიდან დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის ჯუდ ბელინგემის შეძენა გადაწყვეტილია. 

Diario AS-ის ცნობით, "ბლანკოსი" 19 წლის ინგლისელს სანტიაგო ბერნაბეუზე ორი კვირის განმავლობაში წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" უკვე შეათანხმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" კომპენსაციის ოდენობა, ასევე შეუთანხმდა თავად ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის პირობებზე. ბელინგემის ფასი 100 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში ბელინგემი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.