ბენზემა მადრიდის რეალის დატოვებასთან ახლოსაა
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა ძალიან ახლოს არის გუნდის დატოვებასთან, რომელშიც 2009 წლიდან თამაშობს.
Diario AS-ის ცნობით, ფრანგი საუდის არაბეთიდან შეთავაზების მიღებისკენაა მიდრეკილი, სადაც წასვლის შემთხვევაში ორი წლის განმავლობაში 400 მილიონი ევროს გამოიმუშავებს.
წყარო ამბობს, რომ ბენზემას ასევე ექნება შესაძლებლობა გახდეს 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელჩი.