ბენზემას წასვლის შემთხვევაში კეინი მადრიდის რეალისთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება
"ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი მადრიდის "რეალიდან" კარიმ ბენზემას წასვლის შემთხვევაში კლუბის პრიორიტეტული არჩევანი იქნება. ამის შესახებ გამოცემა COPE იტყობინება.
კარიმ ბენზემას შესაძლო წასვლამ საუდის არაბეთში აიძულა მადრიდის "რეალი" იმუშაოს ფრანგის პოტენციურ შემცვლელზე.
კარიმ ბენზემას შესაძლო წასვლამ საუდის არაბეთში აიძულა მადრიდის "რეალი" იმუშაოს ფრანგის პოტენციურ შემცვლელზე.
ბენზემას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგი წასვლასთან ძალიან ახლოს არის.
შეგახსენებთ, რომ კეინს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
შეგახსენებთ, რომ კეინს "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.