ავტორიზაცია

ვის დაიმატებს ბარსელონა მესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?

ვის დაიმატებს ბარსელონა მესის ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში?
თარიღი 30 მაი 2023, 16:40
კატალონიურმა "ბარსელონამ"  გადაწყვიტა, ლიონელ მესის ტრანსფერის წარუმატებლობის შემთხვევაში რომელ ფეხბურთელის დამატებაზე გააკეთოს აქცენტი. 

ჟურნალისტ ჟერარდ რომეროს თქმით, მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველი ბერნარდო სილვა "ბლაუგრანას" სარეზერვო ვარიანტია.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი გასულ ზაფხულს "კამპ ნოუზე" გადასვლას უკავშირებდნენ, მაგრამ მაშინ მანჩესტერ "სიტიმ" ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი კომპენსაცია მოითხოვა. 

ბერნარდომ პრემიერ ლიგის დასრულებულ სეზონში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.