ბაიერნი მზადაა რაისის ტრანსფერით ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს
"ბაიერნი" მზადაა ყველაფერი გააკეთოს "ვესტ ჰემის" ნახევარმცველის, დეკლან რაისის ტრანსფერისთვის.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის თქმით, მიუნხენური კლუბი მზად არის დაამყაროს თავისი ახალი სატრანსფერო რეკორდი და ინგლისელში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰოენესმა ტრანსფერის მწვანე შუქი აუნთო.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰოენესმა ტრანსფერის მწვანე შუქი აუნთო.
რაისის შეძენა პრიორიტეტია მთავარი მწვრთნელისთვის თომას ტუხელისთვის, რომელიც აღფრთოვანებული იყო დეკლანით ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობის დროს.