ავტორიზაცია

მადრიდის რეალი ხოსელუს იჯარის წესით დაიმატებს

მადრიდის რეალი ხოსელუს იჯარის წესით დაიმატებს
თარიღი 30 მაი 2023, 16:50
მადრიდის "რეალმა" "ესპანიოლის" თავდამსხმელს ხოსელუს ერთწლიანი იჯარით გაიფორმებს.

Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" ესპანელი თავდამსხმელის ტრანსფერში არანაირ თანხას არ გადაიხდის.

ხოსელუს კონტრაქტში აქვს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, მოთამაშეს შეუძლია "ესპანიოლი" იჯარით უფასოდ დატოვოს, თუ გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდება.

ხოსელუ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მესამე საუკეთესო ბომბარდირია 16 გოლით.