ავტორიზაცია

ოდეგორის ტრანსფერის თაობაზე არსენალმა პსჟ-ს უპასუხა

ოდეგორის ტრანსფერის თაობაზე არსენალმა პსჟ-ს უპასუხა
თარიღი 31 May 2023, 11:42
"არსენალი" "პსჟ"-ს მარტინ ოდეგორის ტრანსფერის მიმართ ინტერესზე უპასუხა. 

როგორც The Mirror-ისთვის გახდა ცნობილი, "მეთოფეების" ხელმძღვანელობამ ფრანგული გუნდის წინადადებაზე უარი თქვა.

ლონდონურმა კლუბმა მტკიცედ გადაწყვიტა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაში არ გაყიდოს ლიდერები. 

ინგლისის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ოდეგორმა 37 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 15 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ნორვეგიელი ნახევარმცველი "არსენალში" 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს. მისი ხელშეკრულება ლონდონურ კლუბთან 2025 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.