გვარდიოლა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
ინგლისის პრემიერ ლიგაში სეზონის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს.
პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მანჩესტერ "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მიიღო, იტყობინება მანჩესტერული კლუბის ოფიციალური საიტი.
ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით "ქალაქელებმა" პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა.
ინგლისის თასის ფინალში მანჩესტერ "სიტი" შაბათს მანჩესტერ "იუნაიტედს" დაუპირისპირდება. გარდა ამისა, 10 ივნისს გვარდიოლას გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის "ინტერს" დაუპირისპირდება.
გვარდიოლას შრომითი ხელშეკრულება "ქალაქელებთან" 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.