ავტორიზაცია

ლიგა 1-ის მეორე საუკეთესო ბომბარდირის გარეშე - დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ლიგა 1-ის მეორე საუკეთესო ბომბარდირის გარეშე - დეშამმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
თარიღი 31 მაი 2023, 17:22
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

საინტერესოა, რომ საიში ვერ მოხვდა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრ ლაკაზეტი, რომელსაც 27 გოლი აქვს გატანილი და კილიან მბაპეს ერთი გოლით ჩამორჩება.

მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), მაიკ მენიო (მილანი), ბრის სამბა (ლენსი)

მცველები: აქსელ დისი (მონაკო), უესლი ფოფანა (ჩელსი), ტეო ერნანდესი (მილანი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ჟიულ კუნდე (ბარსელონა), ფერლან მენდი (რეალი), ბენჟამინ პავარი, დაიო უპამეკანო (ორივე ბაიერნი)

ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა, აურელიენ ჩუამენი (ორივე მადრიდის რეალი), იუსუფ ფოფანა (მონაკო), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ადრიენ რაბიო (იუვენტუსი);

თავდამსხმელები: კინგსლი კომანი (მიუნხენის ბაიერნი), უსმან დემბელე (ბარსელონა), ოლივიე ჟირუ (მილანი), რანდალ კოლო-მუანი (აინტრახტი ფრანკფურტი), კილიან მბაპე (პსჟ), კრისტოფერ ნკუნკუ (ლაიფციგი), მარკუს ტურამი (მიონხენგლადბახი “ბორუსია”).

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, საფრანგეთის ნაკრები სტუმრად გიბრალტართან (16 ივნისს) და სტად დე ფრანსზე (19 ივნისს) საბერძნეთს ითამაშებს.

გახსნის შესარჩევ მატჩებში საფრანგეთმა ნიდერლანდები (4:0) და ირლანდია (1:0) დაამარცხა. B ჯგუფში სატურნირო ცხრილში დიდიე დეშამის გუნდი 6 ქულით ლიდერობს.