ავტორიზაცია

ბარსელონა აქტიურად მუშაობს მესის დაბრუნებაზე

ბარსელონა აქტიურად მუშაობს მესის დაბრუნებაზე
თარიღი 31 მაი 2023, 17:30
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ლიონელ მესი შესაძლოა "ბარსელონას" დაბრუნდეს. 

Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიური კლუბი ვარსკვლავური თავდამსხმელის დაბრუნებაზე მუშაობას აგრძელებს. 

წყაროს ცნობით, სამშაბათს, "ბლაუგრანას" ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა მადრიდში ლა ლიგის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" შტაბმა შეხვედრა კარგ ხასიათზე დატოვა. ლა ლიგის პასუხი მომავალ კვირას არის მოსალოდნელი.

"ბარსელონა" იმედოვნებს, რომ ლა ლიგა დაამტკიცებს მათ ფინანსურ გეგმას. ეს გეგმა კატალონიელებს უნდა დაეხმაროს რონალდ არაუხოსა და გავის ახალი კონტრაქტების დარეგისტრირებაში, ასევე ლიონელ მესისთან ხელშეკრულების გაფორმებაში.

მესის სურს მომავლის საკითხი რაც შეიძლება მალე მოაგვაროს, მაგრამ ლა ლიგის მწვანე შუქის გარეშე, "ბარსელონა" 35 წლის თავდამსხმელს შეთავაზებას ვერ გაუგზავნის.