ავტორიზაცია

მადრიდის რეალმა ბრაჰიმ დიასის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მადრიდის რეალმა ბრაჰიმ დიასის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 01 ივნ 2023, 11:46
მადრიდის "რეალი" იმედოვნებს, რომ თავის რიგებში ნახევარმცველი ბრაჰიმ დიასს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი იჯარის წესით "მილანში" თამაშობს. 

23 წლის ფეხბურთელის შეძენით იტალიური კლუბი ინტერესდება, თუმცა "რეალს" ნახევარმცველის გაყიდვას არ სურს. 

Relevo-ს ცნობით, მადრიდელები დიასთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებენ, მაგრამ თუ თავად ფეხბურთელი წასვლის სურვილს გამოთქვამს, ხელს არ შეუშლიან.

ბრაჰიმ დიასმა მიმდინარე სეზონში "მილანში" 44 მატჩი ჩაატარა შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი მოქმედი კონტრაქტი მადრიდის "რეალთან" 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.